თეგი: არჩილ მესტვირიშვილი

მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში სებ-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან, ანუ 3%-თან ახლოს 2023 წლის შუა პერიოდში მივა. საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა „ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისათვის არსებულ ინფორმაციას. თუ ახალი შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც დღეს შეუძლებელია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მომავალი წლის შუაში მივა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.  

ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს - მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. „როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, ინფლაციას აქვს მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია და მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება შემდეგ თვეებშიც. წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იქნება. ინფლაციის შემცირების ტენდენციას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და საგარეო ფაქტორები. ინფლაციის დინამიკას რომ შევხედოთ, შემცირებაში გადამწყვეტი არის საგარეო ფაქტორები, ხოლო ადგილობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი რჩება. ჩვენ ახლა ველოდებით, რომ, საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.    

არჩილ მესტვირშვილის თქმით, ეროვნული ბანკი შეისწავლის, სანქცირებულია თუ არა რუსული ბანკი - Точка

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ სებ-ი შეისწავლის, სანქცირებულია თუ არა რუსული ბანკი - Точка, ან მათი მფლობელები არიან თუ არა სანქციების ქვეშ და დადასტურების შემთხვევაში, ქართულ ბანკებს Точка-სთან ურთიერთობა არ ექნებათ. „თუ ეს ბანკი სანქცირებულია, მაშინ მასთან საკორესპონდენციო ურთიერთობას არც ერთი ბანკი არ დაიჭერს, შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ ბანკი სანქცირებული არ არის, მაშინ რისკი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს გადარიცხვები რომელ ვალუტაში ხდება. ამას ჩვენ შევისწავლით, ასევე კომერციულ ბანკებს დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენს გარეშეც თუ ეს ბანკი ან მათი მფლობელები არიან სანქცირებულები, ქართული ბანკები მათთან ურთიერთობას არ დაიჭერენ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა მედიასთან. რუსული ბანკი მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარში იწყებს  

ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ სანქციების მონიტორინგს - ეროვნული ბანკი

ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ სანქციების მონიტორინგს, სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.50 პროცენტამდე მცირდება - ეროვნული ბანკი „კომერციული ბანკები დიდ ყურადღებაეროვნულს აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება, ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს. ამიტომ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, თუ რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს. ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და კომერციულმა ბანკებმაც, ზოგმა 15 და ზოგმა ხუთი დამატებით კადრიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი იყოს, რაც შეიძლება ეფექტიანი. ამან რა თქმა უნდა გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება და მინდა, ვთქვა, რომ სანქციების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.  

მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა - არჩილ მესტვირიშვილი

მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. პანდემიით გამოწვეული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და ლოჯისტიკური შეფერხებების ფონზე გაძვირებული ტრანსპორტირება ეტაპობრივად უნდა დარეგულირებულიყო. 2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი (მათ შორის პური, ზეთი) ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8 პროცენტამდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.  

ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები - მესტვირიშვილი

არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დატოვების მიზეზი ამ ინსტიტუტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა.  „რა თქმა უნდა ეს არის. ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები,“ - განაცხადა მესტვირიშვილმა. კითხვას, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ნათია თურნავასთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მესტვირიშვილი პასუხობს: „არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია," - ამბობს მესტვირიშვილი.  შეგახსენებთ, სებ-ი ცოტა ხნის წინ დატოვა პაპუნა ლეჟავამაც.